ახალი ამბები
ტყვიავის, ძევერის, სკრისა და კომბინატის გუნდები მეოთხედფინალში გავიდნენ
გორის მუნიციპალიტეტის მინი ფეხბურთის ტურნირზე მეოთხედფინალში გასული ოთხი გუნდის ვინაობა გაირკვა. ელოდებიან კიდევ იმ 8 გუნდის შედეგებს, რომლებიც დღეს მერდვედფინალში ითამაშებენ. ამის თაობაზე ინფორმაციას სპორტის ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

5 ივნისის მატჩებზე დაწინაურდნენ: სკრა, ტყვიავი; ძევერა და კომბინატი. შედეგები ასეთია:

ტყვიავი – ზეღდულეთი 1:1 (პენ. 2:1)
ტირძნისი – ძევერა 2:3
წმინდა წყლის სტადიონი:
ატენი – სკრა 0:0 (პენ. 1:3)
კომბინატი – ხიდისთავი 10:0

დღეს 6 ივნისს გაიმართება კიდევ 4 მატჩი ჭალის სტადიონზე:

18.00 სთ. მერია – მერეთი
18.45 სთ ახალუბანი – წმინდა წყალი

წმინდა წყლის სტადიონი:

18.00 სთ. ვარიანი – ცენტრი
18.45 სთ. ბერბუკი – მეჯვრისხევი

მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან მერია/მერეთის შორის გამარჯვბული და ახალუბანი/წმინდა წყალს შორის გამარჯვებული, აგეთვე ვარიანი/ცენტრს შორის გამარჯვებული და ბერბუკი/მეჯვრისხევს შორის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, ,,გორი 2018"-ის თასის მოსაპოვებლად 20-მდე გუნდი იბრძვის, მათ შორის, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში დაკომპლექტებული გუნდები.

ფინალური შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ჩატარდება. გამარჯვებულ გუნდს ,,გორი 2018"-ის გარდამავალი თასი გადაეცემა.

,,ეს თასი საბოლოოდ დარჩება იმ გუნდს, რომელიც მომავალ ჩემპიონატებზე სამჯერ მოიპოვებს მას. აღნიშნული ტურნირი წელს იწყება და ტრადიციულ სახეს მიიღებს," - აღნიშნავს ვასილ ბალახაძე.

გარდა ამისა, ტურნირის მიმდინარეობისას გამოავლენენ საუკეთესო ფეხბურთელს, ბომბარდირს, მეკარეს, მაყურებელთა სიმპატიას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები