ახალი ამბები
დეპუტატ მაკრახიძის კომპანიის დაგებულ ასფალტზე წყალი ამოვიდა
ქალაქ გორში, თბილისის ქუჩაზე, ახლადდაგებულ ასფალტზე მიწიდან წყალი ამოვიდა. ამის გამო, კომპანიის წარმომადგენლებს თხრილი გაჭრა სამ ადგილზე დაჭირდათ.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, როგორც გაირკვა, სასმელი წყლის მილი დაზიანდა.

,,ამჟამად, დაზიანებული მილი აღდგენილია და მიწაყრილი გაკეთებულია. ელოდებიან გრუნტის დაწევას. ამის შემდეგ, შეავსებენ ისევ ასფალტით." - აღნიშნავენ მერიის პრეს-სამსახურში.

თბილისის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები კომპანია ,,იბოლიამ" შეასრულა - 450 000 ლარად. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2018 წლის 22 მარტს დაიწყო და უნდა დასრულდეს 30 ივნისს. ხოლო, დამატებით ერთ თვეში კი, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

,,იბოლია" ეკუთვნის გორის მაჟორიტარი დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები