ახალი ამბები
გორის პროკურატურა მინდორში ნიორს მთელი ღამე იცავდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში პროკურატურა მთელი ღამე აღებულ ნივრის მოსავალს იცავდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი კომპანიის იურისტის მიერ შესული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთიდან გაურკვეველ პირებს ნიორი მიჰქონდათ.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ნიორი დაახლოებით 60 მეასედზე მოიყვანა ადგილობრივმა ტერმელაშვილების ოჯახმა. ტერმელაშვილების ოჯახი აცხადებს, რომ მოსავალიც და მიწის ნაკვეთიც მათია. ხოლო კომპანიის წარმომადგენლებს მოსავალთან არანაირი შეხება აქვს.

მომჩივანი კომპანია რეგისტრირებულია ეგვიპტეში. მისმა იურისტმა კომენტარი არ გააკეთა. საკითხის გარკვევამდე პოლიცია, პროკურორის მითითებით, მოსავალთან დილამდე გაჩერდა, ვიდრე ტრაქტორი არ გამოიძახეს და ტონობით ნიორი ერთ-ერთ საწყობში არ მოათავსეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები