ახალი ამბები
გორის პროკურორები მოულოდნელად პროცესებზე შეამოწმეს

 

,,თქვენ საიდან გაიგეთ, რომ მთავარი პროკურატურიდან ვართ?" - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ინტერვიუს აღება ვთხოვეთ. მათ ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ  სასამართლო პროცესებისგან მიღებულ ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში ანალიზისთვის დაამუშავებენ.

 

,,არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ გვაინტერესებს ჩვენი თანამშრომლების მუშაობა რეგიონებში. ისინი არც კი გვცნობენ. ძირითადად, გვაინტერესებს, ხომ არ იგვიანებენ პროცესებზე; თუ როგორ გამოდიან პროცესებზე; ყურადღება მივაქციეთ მათ ურთიერთობას მოქალაქეებთან და ქცევას სასამართლო პროცესებზე; როგორ იცავენ საკუთარ პოზიციას სიტყვის გამოსვლისას და ა.შ. ასევე ჩვენს ინტერესის სფეროში მათი ჩაცმულობა და ვიზუალური მხარეც შედიოდა. საბოლოო ჯამში გამოჩნდება, თუ რამდენად ნდობას იმსახურებენ ისინი საზოგადოებაში" - გვითხრეს ,,დამკვირვებლებმა" არაოფიციალურ საუბრისას.

 

მთავარი პროკურატურის ,,გენინსპექციამ"  გორის რაიონული სასამართლო უკვე დატოვა.

 

ფოტოზე: გორის პროკურატურის პროკურორები პროცესის დამთავრებისას, გადაღებულია 2014 წლის სექტემბერში

 

21.11.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები