ახალი ამბები
გაქურდული მაღაზიის მეპატრონე: ,,ნისიების რვეული საერთოდ არ მქონია "
კომბინატის მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ მაღაზიიდან წაღებულია ტანსაცმელი. რაც შეეხება ნისიების რვეულს, მის ქურდობაში ჯერ დარწმუნებული არაა.

,,როდესაც შემოვედით, ყველაფერი არეული იყო. ტანსაცმლის გარდა, რა უნდა წაეღოთ. მეორადების მაღაზიაა. წაღებულია უკანა კარებიდან. რაც შეეხება ნისიების რვეულს, ამ მაღაზიაში საერთოდ არ გვქონია ნისიების რვეული" - აცხადებს მაღაზიის მფლობელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ქალაქ გორში, გორგასლის ქუჩაზე წუხელ მაღაზია გაქურდეს და ტანსაცმელი მოიპარეს. ექსპერტებმა იმ კარებიდან ანაბეჭდები აიღეს, საიდანაც უცნობმა პირებმა სავარაუდოდ შეფუთული ნივთები გაიტანეს. გატეხილია ფანჯარა და ვარაუდობენ, რომ საცავში შეღწევა  ფანჯრიდან მოახერხეს.

იხ. ამავე თემაზე:

გორში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ტანსაცმელი

Print

სტატიის გამოყენების პირობები