ახალი ამბები
ძლიერი წვიმის გამო გორში სადგურის დასახლებაში გზები დაიტბორა
ქალაქ გორში, ძლიერის წვიმის გამო,  გორიჯვრისა და კეცხოველის ქუჩებზე გზები დაიტბორა. ამის გამო, რამდენიმე მძღოლმა მანქანის გადააგილება ვეღარ შეძლო.

სამარშრუტო მიკროავტობუსი #14 გაბაშვილის ქუჩის მოსახვევში სანიაღვრე არხში ჩავარდა, ხოლო მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი კეცხოველის ქუჩაზე იძულებული გახდა გაჩერებულიყო.

სანიაღვრე არხმა წყლის მასა ვერ გაატარა, რადგან არხებში დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენები დაგროვდა.

წვიმის გადაღების ტერიტორიაზე მივიდნენ ,,კეთილმოწყობის" სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის, მერიის ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, წვიმის გადაღებისთანავე გზა წყლისგან დროულად გაიწმინდა.

რაც შეეხება მანქანებს, მათი აზრით, მიკროავტობუსის მძღოლმა არხთან მანქანა ახლოს გააჩერა. ,,წყლის მასის გამო ვერ განსაზღვა მანძილი და ჩავარდა არხში" - აღნიშნავენ მერიის წარმომადგენლები.

წვიმას თან ჭექა-ქუხილი ახლდა. ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლის ცნობით, დაზიანდა სამ ლოკაციაზე ფიდერი.







Print

სტატიის გამოყენების პირობები