ახალი ამბები
მიქელწყაროში რამაზანის ვახშამს მაჟორიტარი პარლამენტარი დაესწრო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში რამაზანის ვახშამს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ირაკლი მეზურნიშვილი დაესწრო. მუსლიმურ დღესასწაულზე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელბიც იმყოფებოდნენ.

ვახშამი რამაზანის მარხვის პერიოდს უკავშირდება, რა დროსაც, მუსლიმები დღისით საკვებს არ იღებენ. მიქელწყაროში რამაზანის ვახშამი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გაიმართა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის და საქართველოს უხუცესთა საბჭოს სახელით ადგილობრივები კასპის მუნიციპალიტეტს მადლობას უხდიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები