ახალი ამბები
გორის კომერდიის ფესტივალზე დღეს მესხეთისა და მოზარდმაყურებელთა თეატრების დასები წარსდგება
დღეს, 17.00სთ-ზე, ერისთავის თეატრში, მცირე სცენაზე, კომედიის ფესტივალი წარმოგიდგენთ, მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლს პატარებისთვის - ,,რწყილი და ჭიანჭველა“.

20.00 სთ-ზე, კი ერისთავის თეატრის დიდ სცენაზე, მესხეთის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს ,,ქასთინგი“ -''Casting'' . კომედიის საერთაშორისო ფესტივალი გორში 5 ივნისს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.

რწყილი და ჭიანჭველას
სპექტაკლი ქართულ ზღაპარს ქართული ფოლკლორული მუსიკის, სიმღერისა და ცეკვებით გადმოგვცემს, რაც ბავშვებისა და ზრდასრულთათვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

რწყილი ერთგული მეგობარი ჭიანჭველას იხსნის, თანაც ზღაპრის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, რადგან ნამდვილი მეგობრობა შეუფასებელი განძია. მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, ვისაც სუფთა და კეთილი გული აქვს.

რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანია
მხატვარი — ვახტანგ ქორიძე
რეჟისორის თანაშემწე — ხათუნა საძაგლიშვილი
მუსიკალური გაფორმება — ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი — გია მარღანია
ინსცენირების ავტორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი
მონაწილეობენ: ნიკა ნანიტაშვილი, გია მარღანია, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი,

,,ქასთინგი“ -''Casting'' (მატეი ვიშნეკის პიესის ,,ჩვენ ვეძებთ მოხუც კლოუნს" მიხედვით) კომედია ერთ მოქმედებად

დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - კახა გოგიძე
მხატვარი - ლელა ფერაძე
კოსტიუმების მხატვარი - ნანა ყორანაშვილი
მონაწილეობენ: ბაქარ ალავიძე, მანუჩარ გოგოლაური, ლექსო ჩემია,
მანანა ბერიძე, ცირა ტაბატაძე, ხათუნა ღუღუნიშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები