ახალი ამბები
გორის სკოლებში დირექტორები მოსწავლეთა ექსკურსიების მარშრუტებით დაინტერესდნენ
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებმა კლასების დამრიგებლებს ექსკურსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსთხოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, კახეთში, გომბორის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, თითქმის ყველა სკოლაში დაგეგმილი ექსკურსიების მარშრუტებისა და დაქირავებული ტრანსპორტის შესახებ დამრიგებლებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

,,რამდენიმე კლასში ექსკურსიები უკვე შედგა. ხოლო რაც შეეხება იმ კლასებს, რომლებსაც დაგეგმილი აქვს ექსკურსიები, ამის თაობაზე, დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით ადმინისტრაციას. განსაკუთრებით, ეს ტრანსპორტის საკითხს ეხება." - აცხადებენ პედაგოგები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები