ახალი ამბები
ვარიანის მუზეუმში მოსწავლეების არშეშვების ფაქტს არ ადასტურებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის მუზეუმის ადმინისტრაცია არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მუზეუმში ბათუმელი ბავშვები გიდის გარეშე არ შეუშვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის წარმომადგენელი ესაუბრა.

მისი განცხადებით, გუშინ მუზეუმს 100-მდე ჯგუფი ესტუმრა და ყველა მათგანი გაისტუმრეს. რაც შეეხება ბათუმელი მოსწავლეების ჯგუფს, მათი განცხადებით, ისინი საღამოს 18:30 წუთზე მივიდნენ:

,,მუზეუმი საღამოს 18 საათზე დაიკეტა. ყველა თანამშრომელი სახლში იყო წასული. დახვდათ მხოლოდ მუზეუმის დარაჯი, რომელმაც თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა." - აცხადებენ მუზეუმში. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, დარაჯს უფლება არა აქვს შენობა გააღოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები