ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორი მედიატურს აწყობს
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით განხორციელებული სამუშაოების სანახავად შიდა ქართლის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე მედიატურს აწყობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტური 18 ივნისსაა დაგეგმილი. ჟურნალისტები მთელი დღე იმ ადგილებს დაათვალიერებენ, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. დასკვნითი ეტაპი, 19 ივნისს, რეგიონის საკონსულტაციო საბჭოს გეგმიური სხდომის გამართვა იქნება.

19 ივნისს, საკონსუტაციო საბჭოს სხდომა ქარელის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. მანამდე წინა სხდომა, ხაშურში გაიმართა.  19 ივნისის სხდომაზე საუბარი იქნება მომდევნო, 2019 წლის პროექტები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები