ახალი ამბები
სოფელ კლდუს მინდვრებზე ძროხებს დაბმულს აძოვებენ
.სოფელ კლდუდან მოსახლეობის საქონელი გადამყიდველებმა ნისიად წაიყვანეს. მას შემდეგ ვაჭრები აღარ გამოჩენილან. ადგილობრივები თაღლითებს წელიწადნახევარია ეძებენ.

7-კომლიან სოფელში მესაქონლეობის განვითარება აღარ ახსოვთ მერამდენედ დაიწყეს. ამჯერად, კლდუს მცხოვრებლებს ახალი პრობლემა დაემატათ. საძოვრები კეხიჯვრელმა ბიზნესმენმა და სამღვდელოების წარმომადგენლებმა იყიდეს.

მოსახლეობის წინააღმდეგ პოლიციაში უკვე იჩივლეს - ძროხები ყანაში გადმოდიანო. იზა ჯიოშვილი ამბობს, რომ ასეთ პირობებში იძულებულები არიან, რომ მთის სოფელში ძროხები საძოვარზე დააბან
.




Print

სტატიის გამოყენების პირობები