ახალი ამბები
ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს ატენის ხეობაში შეკრებაზე იწვევენ
ექსტრემალური სპორტის განყოფილების მოსამზადებელი პირველი გასვლითი შეკრება ატენის ხეობაში უკვე მოეწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის სპორტული განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მიღება სხვა დღეებშიც შეუძლიათ.

,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილება იწვევს ექსტრემალური სპორტით, მოგზაურობით, სამთო ტურიზმით დაინტერესებულ 14–დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სექციებში გასაწევრიანებლად." - აცხადებს პრეს-სამსახური. 

დაინეტრესებულს პირებს 18–20 ივნისს (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი) 15 საათზე, შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი გორი, სადგურის დასახლება, გორიჯვრის 26.

Print

სტატიის გამოყენების პირობები