ახალი ამბები
20 ივნისს გორში გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი დაიწყება
20-24 ივნისს გორში, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი გაიმართება კრივში.

ამასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა და შეჯიბრების სუპერვაიზერმა ავთანდილ შოშიაშვილმა.

შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გარდა, მონაწილეობას ლიეტუევას, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის გუნდებიც მიიღებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები