ახალი ამბები
გიორგი მუჯარიძე ევროპის მცირე ერების ჩემპიონი გახდა მძლეოსნობში
გორელი მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე ევროპის მცირე ერების ჩემპიონი გახდა მძლეოსნობაში.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოდან აცნობეს.

შეჯიბრება ლიხტენშტეინში ჩატარდა და მასში 19 ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბირთვი მან 19 მეტრსა და 52 სანტიმეტრზე გადააგდო.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტოს ხელმძღვანელებმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა დავით რაზმაძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ჯემალ მჭედლიშვილმა გამარჯვება მიულოცეს გიორგი მუჯარიძეს და მისი მწვრთნელს გივი იაზბარიანს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები