ახალი ამბები
გორის ერთ-ერთი ბაზრის სამაცივრეში სადენებს ცეცხლი გაუჩნდა
გორის ბაზარში, ,,21-ე საუკუნეში" სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. დაახლოებით ნახევარი საათის წინ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მაცივრებს, სადაც ხორცპროდუქტები ინახება. სადენებმა, სავარაუდოდ, დატვირთვას ვერ გაუძლო.

ცეცხლი, რომელიც ჩართველებთან გაჩნდა, დღის ბოლოს შეამჩნიეს. დენის წყაროს გარეშე დარჩა ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარკვეულ ადგილებზე ელენერგიის გათიშვა არ გახდა საჭირო.







Print

სტატიის გამოყენების პირობები