ახალი ამბები
მე -7 სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის 100-წლისთავი პროექტ-გაკვეთილით აღნიშნეს
გორის მე-7 საჯარო სკოლაში, მე-7 ,,გ' კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროექტს სახელწოდებით ,,დამოუკიდებლობის 100 წელი“ ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგი ნანული ბუზიაშვილი. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად შეაფასეს საქართველოს განვლილი გზა 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე.

მოსწავლეებმა ჯგუფებში შემდეგ თემებზე იმუშავეს: 1. დამოუკიდებლობის გამოცხადება, 2. ქართველები ემიგრაციაში, 3. აგვისტოს ომი, 4. შინდისის გმირები, 5. საქართველო დღეს.

ბავშვებმა ისაუბრეს იმ ისტორიულ ფაქტებსა და პიროვნებებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებასა და განვითარებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები