დღეს, სოფელ ბიისში მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა, რომელსაც
ბავშვები ექსკურსიაზე ჰყავდა.
,,შემთხვევა დღის მეორე ნახევარში იმ დროს მოხდა, როდესაც
სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო" - ამბობს გორის მერიის
ახალგაზრდული განყოფილების უფროსი.
მისი თქმით, ექსკურსიაზე მდინარე ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის
მერიასთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები
იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
სავარაუდოდ, მძღოლს გულის იშემიური შეტევა დაემართა.
სტატიის გამოყენების პირობები