ახალი ამბები
ავტობანზე სატვირთო მანქანა გადატრიალდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ცოტა ხნის წინ, ავტობანზე მოხდა, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ სოფელ შავშვების მოსახლეობამ გვითხრა, რომლებიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.

სატვირთო ავტომანქანა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. სატრანსპორტო საშუალება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან გადატრიალდა.

დაახლოებით ერთი საათის მანძილზე საგზაო მოძრაობა შეფერხდა. მანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არეგულირებდნენ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) დაიწყო.





Print

სტატიის გამოყენების პირობები