ახალი ამბები
,,გადი ისე" - ჟურნალისტი გარეთ, პოლიციის უფროსი შიგნით

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა გულიაშვილთან ,,სამუშაო შეხვედრები" პერიოდულად იმართება. თავდაპირველად, დანიშვნის პერიოდში, მას სამუშაო თათბირზე Qartli.gE-ს ჟურნალისტის დასწრება არ სურდა. თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალა და გაფართოებულ შეხვედრებზე იძულებითი ზომების გამოყენება აღარ ისურვა. ერთი წლის შემდეგ, 2014 წლის 24 ნოემბერს კი იგი ძველ ,,გადაწყვეტილებას" დაუბრუნდა.

 

,,რა კი სამუშაო თათბირია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებართვის გარეშე დასწრების უფლება არ გაქვთ" - განაცხადა იურიდიული სამსახურის უფროსმა ინგა ეკალაძემ, რომელსაც  კონკრეტული მუხლის და კანონის საფუძვლის გარეშე, განმარტებების გაკეთება უყვარს.

 

ჟურნალისტის მიმართ  სამსახურის ხელმძღვანელების, წარმომადგენლების და სპეციალისტების დამოკიდებულებას გამგებელი საკუთარი კაბინეტის სავარძლიდან აკვირდებოდა.

 

ფოტოზე: გამგებლის წარმომადგენელი სოფელ რუისში გია კუთხაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები