ახალი ამბები
ელექტროენერგიის გათიშვების სტატისტიკა

 

სტატისტიკის გამოქვეყნების საფუძველი 2014 წლის 23 ნოემბერს ღამით საქართველოში მთლიანი ელექტროსისტემის გათიშვის ფაქტი გახდა.

 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადმინისტრაციის ცნობით, 2014 წლის 23 ნოემბერს 2 საათსა და 10 წუთზე, ავარიულად გამოირთო გარდაბნის თბოსადგური, რამაც გამოიწვია საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. ავარიიდან დაახლოებით 10 წუთში, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა დასავლეთ საქართველოს მომხმარებლებს, ხოლო დანარჩენ რეგიონებს ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდათ.


დაახლოებით, 4 საათისთვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდა ყველა მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით.


ამ ეტაპისთვის, ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია და დადგენისთანავე ეცნობება საზოგადოებას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები