ახალი ამბები
უფლისციხეში გამოფენა გაიხსნა
დღეს, 27 ივნისს, უფლისციხეში მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

ღონისძიება 12 საათზე გაიხსნა და დღის ბოლომდე გასტანს. მუზეუმის დამთვალირებელს საშუალება აქვს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების შემოქმედებას გაეცნოს.

მხატვართა ნამუშევრების გარდა გამოფენაზე რეწვის ოსტატებმა ხელნაკეთი ნივთებიც წარადგინეს.

გორის მერიის ტურიზმის განყოფილებაში აცხადებენ, რომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა ხელოვნების პოპულარიზაციის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა.

გამოფენაზე ადგილობრივი მცხოვრების ეთერ სადაღაშვილის ნახატებიცაა წარდგენილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები