ახალი ამბები
ცხინვალის რაიონში ტრაქტორი გზიდან გადავარდა, დაიღუპა 9-წლის ბავშვი
ტრაგედიით დასრულდა სოფელ წუნართან მომხდარი ავარია, რა დროსაც 9-წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს წარმომადგენლები ტრაქტორისტებს შეხვდნენ და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

ტრაგიკული შემთხვევა ცხინვალი-ზნაურის გზაზე მაისში მოხდა. 51-წლის ტრაქტორისტმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაშავდა 12-წლის ბავშვიც.

,,მძღოლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თან ბავშვები ახლავთ," - აცხადებს დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაქტორისტი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები