ახალი ამბები
გორის ქუჩებში პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება წლის ბოლომდე დაიწყება
,,ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება." - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი.

,,უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით, მართვის უფლების მოპოვების მსურველი მოქალაქე, თეორიული გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს დახურულ მოედანზე ჩააბარებს და პოტენციური მძღოლი მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე.'

პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ქალაქებში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტების გამო. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.


იხ. ამავე თემაზე:

გორის 11 ქუჩა, სადაც მართვის მოწმობის აღების მსურველმა უშეცდომოდ უნდა გაიაროს

Print

სტატიის გამოყენების პირობები