ახალი ამბები
,,გორმედში" გველისგან დაკბენილი სამი ადამიანი მიიყვანეს
გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გველისგან დაკბენილი სამი ადამიანი მიიყვანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამედიცინო ცენტრში განუცხადეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გველისგან დაკბენის შემთხვევები სამ სხვადასხვა ტერიტორიაზე დაფიქსირდა:

,,ერთი პაციენტი შემოვიდა ნადარბაზევიდან, ერთი გორიდან, მესამე ქარელის მუნიციპალიტეტიდან" - აცხადებენ საავადმყოფოში. ,,გორმედის" ექიმის, დავით გასიტაშვილის განცხადებით, სამივე ნაკბენი პაციენტებს ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები