ახალი ამბები
გორის საგამოცდო ცენტრში ვენტილატორები მიიტანეს
გუშინ გორის საგამოცდო ცენტრში ვენტილატორები მიიტანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

იმის გამო, რომ მესამე საჯარო სკოლის შენობა გამოცდებისთვის საჭირო მატერიალური რესურსით უკვე მომარაგდა, გამაგრილებელი საშუალებების გადაღების საშუალება აღარ მოგვეცა. 

გორის მესამე საჯარო სკოლაში ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 45 ოთახია გათვალისწინებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შუადღის სესიები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ნაცვლად 2-3 ივლისისა, 4-5 ივლისს ჩატარდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მაღალი სიცხეებია (43 გრადუსი) მოსალოდნელი.

29 ივნისს, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2 მლნ ლარი, 900 ცალი კონდეციონერის შესაძენად, გამოყო. კონდენციონერები საქართველოს 21 საგამოცდო ცენტრისთვისაა გათვალისწინებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები