მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი გორის საგამოცდო
ცენტრში. აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში
აბარერებენ.
დამკვირვებლების ცნობით, დილის 8 საათიდან 11 საათამდე არავითარ
ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მესამე საჯარო სკოლასთან მობილიზებულია
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიციის ერთი
ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველი ჯგუფი.
სულ საქართველოს მასშტაბით 39 000 აბიტურიენტია რეგისტირებული.
ვაკანტური ადგილი უმაღლეს სასწავლებელში 43 ათასს აღწევს.
სტატიის გამოყენების პირობები