ახალი ამბები
„მომავალი წლიდან ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს“ – განათლების მინისტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსაზრებით, ზაფხულში, ეროვნული გამოცდების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია უკვე მუშაობა ამ მიმართულებით და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული იქნება. მიხეილ ჩხენკელი თვლის, რომ უმჯობესია გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს:

„ჩემი მოსაზრებით, გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება შესაძლებელია გაზაფხულის პერიოდში. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ კონცეფციაზე და მომავალ წელს უკვე შესაძლებელია, რომ უკვე გაზაფხულზე ჩავატაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აღნიშნული პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაშია, მათ შორის ამერიკაშიც ტარდება სემესტრებს შორის გამოცდები. ჩვენთან როგორ ჩატარდება გაზაფხულზე, ამაზე ვმუშაობთ და არსებობს რამდენიმე ვარიანტი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დღეს, საქართველოში, 22 საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდები დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები