ახალი ამბები
ქარელში დევნილთა დასახლებაში მინი სტადიონი გააკეთეს
ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში დასრულდა მინი სტადიონის რეაბილიტაცია.

ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მინი სტადიონის რეაბილიტაცია მოიცავდა შემოღობვის, ტრიბუნისა და მოედნის მოწყობის სამუშაოებს.

აღნიშნული პროექტისათვის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 32 757ლარი. სამუშაოები შეასრულა შპს „თურმანიძე 777.

რეაბილიტირებული მინი სტადიონი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა დაათვალიერეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები