გორის მუნიციპალიტეტში დასრულდა სამართალწარმოების საკითხებზე
ოლიმპიადა, სადაც გამარჯვებული გორის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლის
გუნდები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სააგენტო
ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა. ფინალური ტურს, სადაც
4 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს უზენაესმა
სასამართლომ უმასპინძლა.
ჟიურიმ გამოავლინა ასევე შემდეგი ნომინაციები:
საუკეთესო „მოპასუხე“: მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი
ზაზარაშვილი,
საუკეთესო „მოსარჩელე“: მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით
ჯავახიშვილი, ჟიურის სიმპათია მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი
თენაძე
საუკეთესო კითხვის ავტორები: მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა
იჩქითი და მე- 4 საჯარო სკოლის მოსწავლე ნია პავლიაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები