გორის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეუძინეს. ამის შესახებ შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურის ცენტრიდან აცნობეს.
ადმინისტრაციის ცნობით, საჯარო ბიბლიოთეკას 20 ახალი წიგნი შეემატა,
ესენია:
ბალზაკის (გამქრალი ოცნებები," ,,კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და
სიღატაკე, ოცდაათი წლის ქალი"); ალექსანდრე დიუმას (დედოფალი მარგო);
დანიელ დეფოს (2-ტომეული); ვ. ჰიუგოს (საბრალონი) და ა.შ. კლასიკური
ავტორების წიგნები.
ახალ წიგნებს შორის შედის ქართველი მწერლის, დათო ტურაშვილის
,,ჯინსების თაობა".
სტატიის გამოყენების პირობები