ახალი ამბები
ქეთევან ღამბაშიძე ერედვიდან - 10-წლიანი გზა ბინის ძებნაში
ქეთევან ღამბაშიძე, 2018 წლის 15 ივნისს, გორში, ახლადაშენებული კორპუსის 3-ოთახიან ბინაში შვილიშვილებთან ერთად შევიდა საცხოვრებლად. ის თბილისში მუშაობს და სამსახურში უკვე გორიდან დადიოდა.

დღეს დილით პოლიციიდან დაურეკეს, რომ მისი ბინის საკითხთან დაკავშირებით გორის შს სამმართველოში წერილი იყო გადასაცემი. ქეთევან ღამბაშიძემ რძალს დაურეკა, რომ ვიდრე თბილისიდან გორში თავად დაბრუნდებოდა, პოლიციაში წერილის სანახავად მისულიყო.

როდესაც მისი რძალი შვილებთან ერთად პოლიციაში მივიდა, ამ დროს, დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა 3-იანი ბინის კარები ჩაკეტეს და საკეტის გამოცვლა დაიწყეს. კორპუსის შესასვლელში დაცვის პოლიცია ჩადგა. დაცვის პოლიციელების გარეშე 8-სართულიან კორპუსში ვეღარავინ შედის.

უკან დაბრუნებული რძალი კორპუსში ვეღარ შევიდა. ქეთევან ღამბაშიძე თბილისიდან დაბრუნდა. დევნილთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქეთევან ღამბაშიძე შეჭრილი იყო ბინაში. განცხადების მიხედვით, კომბინატის დასახლებაში აშენებული ბინები გათვალისწინებულია მხოლოდ გორში მცხოვრებ დევნილებისთვის.

ქეთევან ღამბაშიძე ამბობს, რომ ეს გარემოება მან ისედაც კარგად იცოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გორში მცხოვრებ დევნილებისთვის 3-იანი ბინები (33 ბინა) ვერ ან არ განაწილდა, ამის შემდეგ, მიმართა წერილობითი სამინისტროს. სამინისტროდან მიიღო პასუხი, რომ სამწუხაროდ 1-იანი ბინები კორპუსში აღარ იყო დარჩენილი. იგი იძულებული გახდა, რომ დაკეტილ ბინაში თვითნებურად შესულიყო და 5-სულიანი ოჯახისთვის 10-წლიანი ძებნის შემდეგ თავშესაფარი მიეცათ.

ინტერვიუში ქეთევან ღამბაშიძე ყვება ისტორიას, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიარა. ის და მისი ოჯახი ერედვიდან დევნილია. შვილიშვილები დევნილობაში დაიბანდნენ და გაიზარდნენ. ნახეთ ქეთევან ღამბაშიძის ისტორია ინტერვიუში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები