ახალი ამბები
შიდა ქართლში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ელექტრო სიგარეტები იპოვეს
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტს, „HEETS”-ის და „PARLIAMENT“- ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამოღებულია ჯამში 4 290 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, რეალიზაცია ხდებოდა შიდა ქართლის გარდა, ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები