ახალი ამბები
ხაშურში პლასტმასის რამდენიმე ურნა დაიწვა - მერია მოქალაქეებს ადანაშაულებს
ხაშურის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 6 ივლისს ჩატანილი ურნებიდან რამდენიმეს ცეცხლი გაუჩნდა. ფოტოებს მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს და მისი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილი აქვს ვანდალიზმს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პლასტმასის ურნებს ცეცხლი შეგნებულად წაუკიდეს. ურნების განთავსების დღეს, მერიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას, მასში აალებადი და საშენი მასალები არ ჩაეყარათ.

2018 წლის 6 ივლისიდან, შიდა ქართლში, პლასტმასის ურნების შეტანა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ დაიწყო. რეგიონისთვის დაახლოებით 800 ურნაა გათვალისწინებული და ის შიდა ქართლის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.]

Print

სტატიის გამოყენების პირობები