ახალი ამბები
კასპის სპორტსკოლაში რუსმა ,,პატრიოტებმა" მეგობრულად ივარჯიშეს
რუსეთის ფედერაციის ქალაქ ნოვოროსიისკის ძიუდოისტებმა კასპის სპორტსკოლაში მეგობრული ვარჯიში გამართეს. მასპინძლობას კლუბ ,,მებრძოლების " წევრები უწევდენ.

რუსმა ,,პატრიოტებმა" და ქართველმა ,,მებრძოლებმა" ერთმანეთი ათენში გამართულ ტურნირზე გაიცნეს და შემდეგ ეს ურთიერთობა საქართველოშიც გააგრძელეს.

ადგილობრივი სპორტული ჟურნალისტის, ამირან ტალახაძის ცნობით, კლუბების წარმომადგენლები მეგობრულ წვრთნებს სავარაუდოდ რუსეთშიც გააგრძელებენ.

კასპის სპორტსკოლის დირექტორი გიორგი ნიპარიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები