ახალი ამბები
გორის სკოლებში ინგლისური ენა 174 მოსწავლემ ვერ ჩააბარა
გორის საჯარო სკოლებში, გამოსაშვებ გამოცდაზე, 174 მოსწავლემ ინგლისური ენის გამოცდა ვერ ჩააბარა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განათლების რესურსცენტრიდან აცნობეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინგლისური ენის გამოცდაზე 1442 მოსწავლე გავიდა.

რაც შეეება სხვა ენებს, რუსულ ენის გამოცდაზე 129 მოსწავლე გავიდა, საიდანაც მინიმალური ზღვარი 28 მოსწავლემ ვერ გადალახა.

გერმანული ენა სულ 2-მა მოსწავლემ აირჩია და ზღვარი ორივემ გადალახა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები