ახალი ამბები
გორის მერმა 302 მ სიგრძის ქუჩაზე სამუშაოები დაათვალიერა
გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა დღეს 302 მ სიგრძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამათგან 163 მ სიგრძის არის მამარდაშვილის ქუჩაა, ხოლო მეორე - 139 მ სიგრძის, ჩოდრიშვილის ქუჩა.

გორში ჩოდრიშვილისა და მამარდაშვილების ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ორივე ქუჩაზე ასფალტი 30 ოქტომბრამდე დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. სამუშაოებს 189 000 ლარად კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002" აწარმოებს, რომლის დირექტორი ალექსანდრე მაკრახიძე არის მაჟორიტარი პარლამენტარის, იოსებ მაკრახიძის ძმა.

,,რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჩოდრიშვილის ქუჩიდან სტალინის ქუჩაზე მოხვედრას თამარ მეფის ქუჩის დაუხმარებლად შევძლებთ. ქუჩა, სამხრეთით მდებარე გასასვლელის საშუალებით, პირდაპირ დაუკავშირდება ქალაქის ცენტრალურ გამზირს." - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები