ახალი ამბები
გორის სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში 19 მოსწავლე ჩაიჭრა
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამოსაშვებ გამოცდებზე 19 მოსწავლე ჩაიჭრა. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გორის რესურცენტრს აცნობეს.

ოფიციალური მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საატესტატო გამოცდებზე სულ 1401 მოსწავლე გავიდა. მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 19 მოსწავლემ.

გორის რესურსცენტრის წარმომადგენლებისთვის, ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ, ცნობილია, თუმცა რომელი სკოლის მოსწავლეები არიან, ამის თაობაზე, კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები