ახალი ამბები
შემსყიდველ ორგანიზაციებში თანამშრომელთა რაოდენობის შემოწმება დაიწყო
სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებლი ორგანიზაციები ვალდებულები არიან 16 ივლისამდე წარადგინონ თანამშრომელთა შესახებ სრული ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, დადგა.

,,ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, როგორც საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პირთა (იგულისხმება შესყიდვების სტრუქტურული ქვედანაყოფის როგორც ხელმძღვანელი, ასევე, უკლებლივ ყველა თანამშრომელი) აგრეთვე, ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე პირთა შესახებ." - აღნიშნულია შესყიდვები სააგენტოს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები