ახალი ამბები
უფლებადამცველების დაჯილდოება გორში

 

ჯილდოები სახალხო დამცველის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნინო დალაქიშვილს; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქეთევან ბებიაშვილს; შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს საბა წიწიკაშვილს; ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლამარა შაყულაშვილს და ქალთა თავშესაფრის (სახლის) ხელმძღვანელს თიკო ბარბაქაძეს გადაეცათ.

 

ფატი ბუხრიკიძის განცხადებით, შეხვედრას საფუძველად ,,ქალთა უფლებათა დაცვის დამცველების საერთაშორისო დღე" დაედო, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში 29 ნოემბერს იმართება.

 

ასოციაციაცია „ქალი და განვითარება“ დაფუძნდა 2004 წელს საქართველოში, შიდა ქართლში, ქალთა, გოგონათა, ბავშვთა და ახალგაზდების უფლებების დაცვის ადგილობრივი აქტივისტების მიერ.

 

ორგანიზაციის დაფუძნება განაპირობა მისი საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხედულებების  და ინტერესების სფეროების თანხვედრამ, არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობების გამოყენების სურვილმა და დამფუძნებელთა ხანგრძლივმა გამოცდილებამ ქალთა, გოგონათა, ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებების დაცვისა და  განვითარების საქმეში.

 

ორგანიზაციის დონორებია: საერთაშორისო ფონდი „ქალები ქალებისათვის; ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ,,ქეა საერთაშორისო - კავკასიაში"; ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო - ,,სიდა"; ,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი"; ჩეხეთის ფანდრაიზინგის ცენტრი; ჩეხეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო; შვედეთის განვითარების სააგენტო; ქალთა მსოფლიო ფონდი"; ,,ქალთა ფონდი საქართველოში"; ,,ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდი"'; ,,ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო"

 

გამოკითხვაში ,,ყველაზე რეიტინგული ორგანიზაცია'', რომელიც ადგილობრივმა ტელეკომპანიამ ,,დია" 2014 წლის ოქტომბერში ჩაატარა,  ყველაზე მეტი ხმა, გამოკითხულთა 47%,  ორგანიზაციამ ,,ქალი და განვითარება''- მიიღო. გამოკითხვაში 4641-მა ინტერნეტ-მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმრავლესობამ ორგანიზაცია ,,ქალი და განვითარება''-ს მიანიჭა უპირატესობა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები