ახალი ამბები
გორის ,,ხრუშჩოვკებში" წყალი ერთი სართულიდან მეორეში ჟონავს
გაუმართავი სასმელი თუ საკანალიზაციო ქსელის გამო, წყალი პირველ სართულზე ჩავიდა. საკანცელარიო მაღაზიის მეპატრონე იძულებული გახდა გორის საპატრულო პოლიცია გამოეძახებინა. მისი თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ზემო სართულებიდან ჩასული წყლის გამო, ნივთები დაუზიანდა.

საპატრულო პოლიცია რამდენიმე ხნის წინ სხვა კორპუსში გორის ყოფილი ცენტრალური აფთიაქის მეპატრონებაც გამოიძახა. წყლის ჩასვლის ფაქტი კვლავ ,,ხრუშჩოვკის" ტიპის კორპუსში დაფიქსირდა. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზოგჯერ კერძო ბინებში სანტექნიკის სამუშაოები საკმარისი არაა, რადგან მთლიანად ცენტრალური მილებია მოძველებული.

რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, როგორც გაირკვა, ზედა სართული გაქირავებულია. მაღაზიის მფლობელმა სახლის მეპატრონეს ზარაულის ანაზღაურება არ მოსთხოვა, თუკი დროულად შეძლებდა ქსელის რეაბილიტაციას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები