ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

 

კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი მეცნიერული კვლევის შედეგები, ამა თუ იმ პრობლემის  გადაჭრის საკუთარი ხედვა.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ  ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

 

უნივერსიტეტები:

 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი


საქართველოს უნივერსიტეტი


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი


კავკასიის უნივერსიტეტი


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

სევილის უნივერსიტეტი, ესპანეთი


ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტი, ნიდერლანდები


ტაჯიკეთის კომერცის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ბელარუსის მომხმარებელთა კოოპერატივების სავაჭრო-ეკონომიკური
უნივერსიტეტი

 

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.

 

კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 ნოემბერს, ცნობილი ხდება, რომ  გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ავტორიზაციის მორიგი პროცესის წარმატებით დაასრულა.

 

25 ნოემბერს კი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და გორისა და ატენის ეპარქიის ერთობლივი   წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორისადმი მიძღვნილი VI სამეცნიერო კონფერენცია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები