ახალი ამბები
,,წმინდაწყალს დატბორვის საფრთხე აღარ ემუქრება" - ირწმუნებიან მერიაში
გორში, წმინდაწყალზე, მდინარე მეჯუდას კალაპოტს ასუფთავებენ. კომპანია ,,გალაქტიკას" ტექნიკით, მდინარისგან ჩამოტანილი მიწის მასა, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ხეები გააქვთ.

სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობს.

მდინარე მეჯუდას ადიდების შედეგად წმინდაწყალი არაერთხელ დაიტბორა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კომუნისტების პერიოდში კალაპოტში ბეტონის კონსტრუქციები ააგეს. მას შემდეგ კალაპოტი ნარჩენებით გაივსო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები