ახალი ამბები
სოფელ წედისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 20 ერთეული დაუფირნიშებელი (დაუნომრავი) მრგვალი მორი აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა ტვირთის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ავტომანქანა და მასზე განთავსებული 20 ერთეული მორი დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები