ახალი ამბები
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახელმწიფო შესყიდვებში ბიზნესმენების დაინტერესების მიზნით გორში ტრენინგებს მართავს
USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გორში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგებს მართავს.

პროექტის მთავარი მიზანია, რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

პროექტისთვის პირველ ეტაპზე 15 მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს.

პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები მუშაობენ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიან მათ შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.

ანალოგიური ტიპის ტრენინგები გორის გარდა უკვე ჩატარდა ბათუმში, ქუთაისში და თელავში.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს 5 ქალაქში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებსაც უწევს ორგანიზებას.

USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები