ახალი ამბები
,,რა ვქნათ" - ომში დაღუპულთა დედების საკითხი

 

,,იმ დახმარებებით, რომელსაც ომში დაღუპული მებრძოლების მეუღლეები და შვილები მთავრობისგან იღებენ, გმირების დედები ვერ სარგებლობენ. ყველაფერი რჩებათ ცოლებს და შვილებს, გამზრდელმა დედამ რა დააშავა? იქნებ მცირე თანხები ჩავდოთ იმისთვის, თუნდაც წელიწადში ერთი დღე, დედებს ცხოვრება გავულამაზოთ. ყვავილები მაინც მივუტანოთ, გული გავუხაროთ, მოვეფეროთ, იგრძნონ, რომ გვახსოვს ისინი" - განაცხადა ხათუნა ხათაშვილმა.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თემურ გიგუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2015 წლიდან ასეთ ოჯახებს თვეში ყოველთვიური კომპენსაციის სახით 1000-1000 ლარს გადაურიცხავს.

 

,,ეს პროგრამა ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ამოქმედდა. 2014 წლის პირველი იანვრიდან 500-500 ლარია, მაგრამ  მომავალი წლიდან გაორმაგდება. ჩემთვისაც ცნობილია, რომ რამდენიმე ოჯახში ის პრობლემა დგას, რასაც ხათუნა ხათაშვილი ამბობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გაგვაჩნია რაიმე ბერკეტი, რომ მათ პირად საქმეში ჩავერიოთ. ეს მხოლოდ სასამართლოს გზით შეუძლიათ მოაგვარონ" - აცხადებს თემურ გიგუაშვილი.

 

,,გასაგებია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ დედები ამას ვერ გააკეთებენ" - უპასუხა ხათუნა ხათაშვილმა.

 

საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტის თემში ომში გმირულად დაღუპული მებრძოლების ზუსტ სიას შეადგენენ. ,,დავაზუსტოდ მონაცემები, შემდეგ ადგილობრივ რესურსებს გადავხედოთ და ამის შემდეგ მოვიფიქროთ რამე" - აღნიშნეს სხდომაზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები