ახალი ამბები
კასპის მერის გადაწყვეტილებით ანსამბლ ,,რკონის" კონცერტი მცხეთაში ჩატარდა
მცხეთის კულტურის სახლში, კასპში არსებული ანსაბლი ,,რკონი’’ –ს დამაარსებელის დომენტი მამულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნციპალიტეტის მერიის პრეს სამსახურიდან აცნობეს.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ცნობილი ქორეოგრაფები ომარ მხეიძე და ფრიდონ სულაბერიძე. რომლებმაც გაიხსენეს დომენტი მამულაშვილის მოღვაწეობა და ღვაწლი ქართულ ქორეოგრაფიაში.

1986 წელს, დომენტი მამულაშვილის და იზაბელა თაბუკაშვილის ძალისხმევით, ქალაქ კასპში ჩამოყალიბდა ანსამბლი ,,რკონი’’ რომელიც დღესაც წარმატებით მოღვაწეობს. დომენტი მამულაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ანსაბლს სათავეში ჩაუდგა პირველი თაობის ქორეოგრაფი მაკა დათაშვილი, პედაგოგის დომენტი მამულაშვილის იდეები დათაშვილმა წარმატებით გაგრძელა და დღეს უკვე ,,რკონი’’ ერთერთი წარმატებულ ანსაბლია საქართველოში, აღნიშნა ღონისძიებაზე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავჯდომარემ რევაზ ჭანიშვილმა. ქართული ხალხური ცეკვის ცნობილმა კორიფეებმა; ომარ მხეიძემ და ფრიდონ სულაბერიძემ. ანსამბლ „რკონი“-ს ხელმძღვანელი მაკა დათაშვილი, ღირსების და ამადგარის ორდენებზე წარადგინეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს თეა ხორბალაძეს კითხვით, თუ რატომ ჩატარდა კასპში დაგეგმილი კონცერტი ქალაქ მცხეთაში. ხორბალაძის განმარტებით, კასპის კულტურის სახლში სარემონტო სამუშაოებისათვის მზადება მიმდინარეობს.

,,ამ ეტაპზე კულტურის სახლს ფუნქციონიერება შეწყვეტილი აქვს, კასპი მერის მანუჩარ მერებაშვილის გადაწყვეტილებით, ღონისძიება მცხეთის კულტურის სახლში ჩატრდა. კასპის მერიამ უზრუნველყო ანსაბლის ტრანსპორტირება.“- განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში თეა ხორბალაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები