ახალი ამბები
ციხელაშვილი: კონფლიქტის ზონაში გაზიფიცირების პრობლემა მოგვარებულია
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების პრობლემა მოგვარებულია. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, განხრციელდა ასევე სასმელი და საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია.

„აბსოლუტურად ყველა სოფლის (გამყოფი ხაზის გასწვრივ) გაზიფიცირება დასრულდა და ჩვენ 14 000 აბონენტზე ვსაუბრობთ. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება. ასევე, ყოველი ზამთრის განმავლობაში, ჩვენ ყველა ოჯახს ვეხმარებოდით გამოზამთრებისთვის შეშის ვაუჩერით და ფულადი ვაუჩერით“.-განაცხადა ციხელაშვილმა.

კონფლიქტის ზონაში მდებარედ სულ 62 სოფელი ითვლება. აქედან შიდა ქართლში ასეთი კატეგორიის 56 სოფელია. ამ სოფელბში ხელოვნური ბარიერების გამო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან წვდომა და სხვა რესურსებით სარგებლობა შეზღუდულია.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების პროცესი 2014 წელს დაიწყო და უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის სულ 13 913 აბონენტია გაზიფიცირებული. გარდა ამისა, 45 სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაც მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები