ახალი ამბები
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი დროებით ე.წ. ფაბრიკის დასახლებაში იფუნქციონირებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 2019 წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 6 ჯგუფზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.

ცოტახნის წინ დასრულდა სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ადგილობრივებთან. საუბრის თემა სოფელში საბავშვო ბაღის საკითხს შეეხებოდა. სკოლამდელი აღზრიდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მეჯვრისხევის საბავშვო ბაღთან დაკავშირებით დასკვნა უკვე მიიღეს, რომლის მიხედვით მისი ფუნქციონირება დაუშვებელია.

,,დასკვნა გვეუბნება, რომ ამ შენობაში საბავშვო ბაღის ფუნქციონირება არ შეიძლება. სწორედ ამ ინფორმაციის მისაწოდებლად ჩავედით მეჯვრისხევში და ამ დასკვნის შინაარსი გავაცანით მშობლებს. დავხურეთ ბაღი და შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი, ე.წ. ფაბრიკის დასახლებაში. სექტემბრიდან ეს ბაღი გააგრძელებს ფუნქციონირებას ოღონდ სხვა ფართში.“- აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კონტიგენტი 135 შეადგენს. ახალი სასწავლო წლიდან მათ ატლერნატიულ შენობაში გადაადგილების მიზნით სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები