ახალი ამბები
კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებმა საოკუპაციო ხაზთან ქართული დროშა აღმართეს
კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებმა საოკუპაციო ხაზთან ქართული დროშა აღმართეს. ერგნეთი-ფრისის საოკუპაციო ხაზთან ქართული დროშა ფრიალებს და მას რუსი ჯარისკაცები ყოველდღიურად უყურებენ. ეს ინიციატივა ადგილობრივ ახალგაზრდებს ეკუთვნით. ერთ-ერთი მათგანი გიორგი კასრაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ამბობს, რომ დროშის აღმართვა მათ ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების გახშირებულმა ფაქტებმა გადააწყვეტინა.

,,სადაც ხელი მიგვიწვდება კონფლიქტის ზონაში ყველგან აღვმართავთ ქართულ დროშებს. ადამიანებს იტაცებენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიბიდან. სწორედ ამიტომ ამ დროშებით გვსურს, რუს ოკუპანტებს ყოველდღიურად შევახსენოთ, რომ ეს საქართველოა. ეროვნული დროშა, რომელიც ერგნეთი-ფრისის საოკუპაციო ხაზთან აღვმართეთ ოკუპანტების ყველა სტრატეგიული ადგილიდან ჩანს. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველლოს დროშა როკის გვირაბზეც მალე იფრიალებს, იქ სადაც ნამდვილი საზღვარია.“-ამბობს ახალგაზრდული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გიორგი კასრაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები